ძველ ეგვიპტეში ლუდი არ იყო უბრალოდ სასმელი. ის იყო საკვები, ხელფასი და კულტურის განუყოფელი ნაწილი. ეგვიპტელები ლუდს ყოველდღიურად მოიხმარდნენ - როგორც ენერგიის წყაროს და როგორც უსაფრთხო სითხეს.
პირამიდების მშენებლობისას მუშები დღეში რამდენიმე ლიტრ ლუდს იღებდნენ. ეს იყო მათი ანაზღაურების ნაწილი და ერთდროულად ძალის მომცემი საკვები. დუღილის პროცესი ლუდს იცავდა ბაქტერიებისგან და ჯანმრთელობისთვის ბევრად უსაფრთხოს ხდიდა, ვიდრე უბრალო წყალი.
ფარაონების და მუშების საერთო სასმელი
ლუდი მხოლოდ მუშებისთვის არ არსებობდა. მას იყენებდნენ სამედიცინო ნაყენებში, რიტუალებსა და დღესასწაულებზე. ის აერთიანებდა საზოგადოებას - ღარიბიდან მდიდრამდე, ხელოსნიდან ქურუმამდე.
ლუდს ფარაონებიც კი სვამდნენ. სამეფო კარზე ლუდი ითვლებოდა ძალის, ნაყოფიერებისა და წესრიგის სიმბოლოდ. როდესაც ერთი და იგივე სასმელს სვამს მუშაც და ფარაონიც ეს ნიშნავს, რომ ლუდი უკვე ცივილიზაციის გულშია, ყოველდღიურობაში, შრომაში და ძალაუფლებაში.