ძველ საბერძნეთში სასმელების კულტურაში ღვინო დომინირებდა. ის იყო ღმერთებთან, ფილოსოფიასთან და დღესასწაულებთან დაკავშირებული, ხოლო ლუდი ხშირად აღიქმებოდა როგორც „ბარბაროსთა სასმელი“. უცხო კულტურების, ჩრდილოელი ხალხებისა და არაბერძნული სამყაროს ნიშანი.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლუდი საბერძნეთში არ არსებობდა. პირიქით - მას მაინც სვამდნენ, განსაკუთრებით მეომრები და უცხოელი მეომარი ტომების წარმომადგენლები, რომლებიც ბერძნულ მიწებზე ცხოვრობდნენ ან ვაჭრობდნენ. ლუდი მათთვის იყო მკვებავი, ენერგიის მომცემი და პრაქტიკული სასმელი.
მიუხედავად იმისა, რომ ელინისტური არისტოკრატია ღვინოს ანიჭებდა უპირატესობას, ბერძენი ავტორები და ექიმები, მათ შორის ჰიპოკრატე, ლუდს ხშირად ახსენებდნენ თავიანთ ჩანაწერებში.