XVIII საუკუნეში ლუდის ხარშვა ახალ ეტაპზე გადადის. საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ნელ-ნელა ერთიანდება მეცნიერებასთან. სწორედ ამ პერიოდში ჩნდება ინსტრუმენტები, რომლებმაც ლუდის ხარისხი რადიკალურად შეცვალა.
თერმომეტრის გამოყენებამ ხარშვის პროცესში ტემპერატურის ზუსტი კონტროლი შესაძლებელი გახადა. დუღილი აღარ იყო მხოლოდ გრძნობისა და გამოცდილების საქმე, ის გახდა გაზომვადი და განმეორებადი პროცესი. თითოეულ ეტაპს უკვე ჰქონდა კონკრეტული ტემპერატურა და დრო.
ჰიდრომეტრმა კიდევ უფრო გაამყარა ეს რევოლუცია. მისი დახმარებით ლუდსახარშებმა დაიწყეს შაქრის შემცველობის, ალკოჰოლის პროცენტულობისა და საბოლოო შედეგის წინასწარ განსაზღვრა. ლუდი პირველად ისტორიაში გახდა პროგნოზირებადი.
სწორედ ამ პერიოდიდან ყალიბდენა თანამედროვე ლუდსახარშების პროტოკოლი: კონტროლი, სტაბილურობა და ხარისხი. ლუდი აღარ იყო მხოლოდ ხელობა - ის გადაიქცა ტექნოლოგიურ პროცესად, სადაც შედეგი აღარ იყო შემთხვევაზე დამოკიდებული. მეცნიერულმა მიდგომამ ლუდი აქცია პროდუქტად, რომლის ხასიათიც წინასწარ იყო გააზრებული და დაპროექტებული. სწორედ ეს სიზუსტე იქცა იმ ფუნდამენტად, რომელზეც დღეს თანამედროვე კრაფტ-სამყარო დგას - სადაც ყოველი მაჩვენებელი მაქსიმალურ ყურადღებას იმსახურებს.
XVIII საუკუნემ ლუდს მისცა სიზუსტე. და სიზუსტემ - ხარისხი.