ძვ.წ. 4 000 წელი - შუმერები და ლუდის დაბადება.

17 იანვარი, 2026

შუმერეთში ლუდი აღარ იყო იშვიათი ან მხოლოდ რიტუალებისთვის განკუთვნილი სასმელი. ის ჩვეულებრივი ყოფის ნაწილი გახდა - ისეთივე აუცილებელი, როგორიც პური.

ლუდს ამზადებდნენ ქერის პურისგან, რომელსაც წყალში ალბობდნენ და ბუნებრივად აყოლებდნენ დუღილს. ტექნოლოგია მარტივი იყო, მაგრამ ეფექტური - დუღილი სასმელს უსაფრთხოს ხდიდა და მასში არსებული მიკროორგანიზმები წყლისგან განსხვავებით საფრთხეს არ ქმნიდა.

პირველი რეცეპტები და ყოველდღიური სასმელი

სწორედ ამიტომ ლუდს სვამდნენ ყველანი ქალები, კაცები და ბავშვებიც კი. იმ ეპოქაში ლუდი ხშირად უფრო სანდო სითხე იყო, ვიდრე წყალი. ის უზრუნველყოფდა ენერგიას, კვებით ღირებულებას და ყოველდღიური ცხოვრების სტაბილურობას.

შუმერეთში ჩაიწერა ისტორიაში პირველი ლუდის რეცეპტებიც. ლუდი უკვე აღარ იყო მხოლოდ შემთხვევითი აღმოჩენა - ის გახდა სისტემატური ცოდნა, კულტურა და გამოცდილება. სწორედ აქ იწყება ლუდის გზა, როგორც ორგანიზებული ხელობის და ტრადიციის.

ISHVI

ხართ თუ არა 18 წლის? / Are you 18 or older?

საიტის დასათვალიერებლად თქვენ უნდა იყოთ სრულწლოვანი. / You must be of legal drinking age to view this site.