ვიკინგებისთვის ლუდი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ის არ იყო მხოლოდ დღესასწაულებისთვის - ლუდს ხარშავდნენ ყოველდღიურად, როგორც საკვებს, ენერგიის წყაროს და უსაფრთხო სასმელს.
ვიკინგები ლუდს ამზადებდნენ მარცვლეულისგან და ხშირად ავსებდნენ თაფლიანი სასმელებით. ლუდი და თაფლუჭი მნიშვნელოვანი იყო მეომრების შეკრებებზე, მოგზაურობის წინ და ღმერთებისთვის მიძღვნილ სუფრებზე. სმა არ იყო უბრალოდ გართობა - ეს იყო რიტუალი, ერთიანობის და ძალის სიმბოლო. დიდ დარბაზებში, სადაც ვიკინგები იკრიბებოდნენ, ლუდი აერთიანებდა საზოგადოებას. ერთ ჭურჭელს ხშირად რამდენიმე ადამიანი იზიარებდა, რაც ნდობას და საერთო ბედს უსვამდა ხაზს. ლუდი თან ახლდა ბრძოლას, გამარჯვებას და გლოვასაც კი.
ჩვენთვის ნაცნობი სვია ვიკინგებისთვის იშვიათობა იყო, ამიტომ ისინი „გრუიტს“ - მწვანილების ნაზავს იყენებდნენ. ლუდს არომატს აძლევდნენ ფიჭვის წიწვებით, ღვიის კენკრით და ადგილობრივი ბალახებით. ეს სასმელს არა მხოლოდ თავისებურ გემოს სძენდა, არამედ სამკურნალო თვისებებითაც ტვირთავდა, რაც ჩრდილოეთის მკაცრ კლიმატში გადარჩენისთვის აუცილებელი იყო.
ვიკინგებმა არ იცოდნენ საფუარის მიკროსკოპული ბუნების შესახებ, მაგრამ ჰქონდათ თავისი „ჯადოსნური“ ხის ჯოხები, რომლებსაც თაობიდან თაობას გადასცემდნენ. სინამდვილეში, ამ ჯოხებზე წინა ხარშვისგან დარჩენილი აქტიური საფუარი ცხოვრობდა. როგორც კი მას ახალ წვენში ჩაყოფდნენ, დუღილი იწყებოდა - ეს პროცესი მათთვის ზებუნებრივ ძალასთან კავშირს ჰგავდა.
ლუდის ხარშვა საოჯახო საქმე იყო. ცოდნა გადადიოდა თაობიდან თაობაზე და დიდ როლს თამაშობდა ვიკინგურ კულტურაში. სანამ ვიკინგები ზღვებს იპყრობდნენ, მათი ყოველდღიური ცხოვრება იწყებოდა სწორედ ლუდის ქვაბთან.
ვიკინგებისთვის ლუდი იყო ძალა, კავშირი და იდენტობა. სასმელი რომელიც ერთდროულად კვებავს სხეულს და აერთიანებს ხალხს!