ძვ.წ. 10 000 წელი - შემთხვევითი აღმოჩენა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.

15 იანვარი, 2026

ლუდი კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი სასმელია და შესაძლოა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დღეს გვგონია. არსებობს ისტორიული თეორია, რომლის მიხედვითაც ლუდი ღვინოზე ბევრად ადრე გაჩნდა და შეიძლება ითქვას, რომ მან თავად ცივილიზაციის დაბადებაშიც კი ითამაშა როლი.

ადამიანმა ჯერ კიდევ ნეოლითის პერიოდში, როცა მიწათმოქმედება იწყებოდა, შენიშნა უცნაური რამ დატენიანებული მარცვალი, რომელიც დიდხანს რჩებოდა წყალში, იწყებდა დუღილს მიღებული სითხე განსხვავებული იყო. უფრო არომატული,უფრო ნოყიერი და საოცრად ენერგიის მომცემი.

იმ დროს არავინ ფიქრობდა „ლუდზე“ მაგრამ ფაქტობრივად, პირველი ფერმენტირებული სასმელი სწორედ მაშინ დაიბადა.

ზოგი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ადამიანი მიწათმოქმედებაზე გადავიდა არა პურის, არამედ ლუდის გამო. მარცვლეულის დუღილის შედეგად მიღებული სასმელი ადამიანებს აძლევდა სტაბილურ კალორიებს, შედარებით უსაფრთხო სითხეს და რაც მთავარია - სოციალური შეკრების მიზეზს. ლუდი არ იყო უბრალოდ სასმელი; ის იყო შეხვედრის, რიტუალის და ერთიანობის საფუძველი.

იმისთვის, რომ ლუდი მუდმივად ჰქონოდათ, ადამიანებმა დაიწყეს მარცვლეულის მიზანმიმართული მოყვანა. ამ პროცესმა წარმოშვა პირველი დასახლებები, წესრიგი, სამუშაოს განაწილება და საბოლოოდ ორგანიზებული საზოგადოება.

ასე გადაიქცა დადუღებული სასმელი კულტურად, ხოლო კულტურა - ცივილიზაციად. შეიძლება ითქვას, რომ ლუდი არამხოლოდ ისტორიის ნაწილი იყო, არამედ ერთ-ერთი ის ნაპერწკალი, რომელმაც ადამიანი მომთაბარეობიდან მუდმივ ცხოვრებაზე გადაიყვანა

ISHVI

ხართ თუ არა 18 წლის? / Are you 18 or older?

საიტის დასათვალიერებლად თქვენ უნდა იყოთ სრულწლოვანი. / You must be of legal drinking age to view this site.