ძვ.წ. 1 500 წელი - ლუდი როგორც წამალი.

2 თებერვალი, 2026

ძველ ეგვიპტეში ლუდი აღარ აღიქმებოდა მხოლოდ საკვებად ან ყოველდღიურ სასმელად. ის გახდა მედიცინის ნაწილი სამკურნალო საშუალება, რომელსაც ექიმები და ქურუმები მიზანმიმართულად იყენებდნენ.

ეგვიპტელები ლუდს ურევდნენ სამკურნალო ბალახებს, თაფლს და სხვადასხვა სანელებლებს. დუღილის პროცესით მიღებული სასმელი კარგად იწოვდა ამ ინგრედიენტებს და ორგანიზმში მარტივად ათვისებადს ხდიდა.

ლუდს იყენებდნენ ტკივილის შესამსუბუქებლად, ინფექციების წინააღმდეგ და ფიზიკური სისუსტის დროს. ის ითვლებოდა უსაფრთხო მატარებლად სამკურნალო ნივთიერებებისათვის და ხშირად უფრო ეფექტურად მუშაობდა, ვიდრე უბრალო წყალში გახსნილი ნაყენები.

ISHVI

ხართ თუ არა 18 წლის? / Are you 18 or older?

საიტის დასათვალიერებლად თქვენ უნდა იყოთ სრულწლოვანი. / You must be of legal drinking age to view this site.